,,ღია ნაგავსაყრელები"
ინტელის ტრენინგის წერილობითი ანგარიში
ტრენინგის ჩატარების ადგილი: ქუთაისი , სსიპ #23 საჯარო სკოლა
ინტელის ტრენინგის წერილობითი ანგარიში
ტრენინგის ხანგრძივობა: 9 დღე -36 საათი
ტრენერი: ავთანდილ ცნობილაძე
ტრენინგის ჩატარების ადგილი: ქუთაისი , სსიპ #23 საჯარო სკოლა
ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.(საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).
ტრენინგის მიზანი და ამოცანები
მიზანი :
ტრენინგის მიზანი იყო მასწავლებლებს გაეღრმავებინათ ცოდნა იმის შესახებ , როგორ შექმნან სხვადასვა სახის (კვლევიტი,სასწავლო,საგანმანათლებლო) პროექტები თანამედროვე ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენებით-ეფექტური სასწავლო რესურსებით, შეფასების სტრატეგიებით და რუბრიკებით, რაც გახდება გზამკვლევი მომავალში სკოლაში მაღალი ხარისხის პედაგოგიური პრაქტიკის განხორციელებაში .
ტრენინგის განმავლობაში მეტად საინტერესო ურთიერთანამშრომლობითი სივრცე ჩამოყალიბდა ტრენერსა და პედაგოგებს შორის,რომელიც ორიენტირებული იყო სიღრმისეულ წვდომასა და რეფლექსიაზე
ამოცანები :
1.მოდულებზე მუშაობის ინტრუქტაჟი
2.სასწავლო პროექტების დაგეგმვა
3.კავშირები/ინტერნეტის გამოყენება პროექტის ფარგელბში
4.სასწავლო ნიმუშების შექმნა
5.მოსწავლეთა პროექტების შეფასება
6.დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის
8.ფასილიტაცია ტექნოლოგიებით
9.სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
რეზიუმე
ტრენინგის პირველი დღის დასაწყისში ტრენერი გაგვეცნო და გვაჩვენა Intel-ის პროგრამის შესაძლებლობების ამსახველი სამოტივაციო ვიდეო . ტრენერმა ისაუბრა ამ პროგრამის შექმნის მიზეზებზე , ამოცანებზე და გაგვიზიარა Intel-ის ინტერნეტ მისამართი http://tpdc.ge/essentials/ . ტრენერმა აგვიხსნა Intel-ის პროგრამის სტრუქტურა და გვთხოვა გავცნობოდით პირველი მოდულის შინაარსს . ყურადღება გავამახვილეთ მასწავლებლის ელექტრონული პორტფოლიოს შემადგენელ კომპონენტებზე. თეორიული მასალის გაანალიზების შემდეგ ინდივიდუალურად შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო , რომელშიც განვათავსეთ 7 ფოლდერი , სხვადასხვა სახის დოკუმენტაციისთვის.
ტრენერმა მიგვითითა Intel-ის პროგრამის დოკუმენტზე , რომელშიც ჩამოთვლილი და განმარტებულია 21-საუკუნის უნარ-ჩვევების . ჩვენ განვიხილეთ ეს დოკუმენტი და ვიმსჯელეთ , რომელი აქტივობებით შევძლებთ განუვითაროთ ჩვენ მოსწავლეებს ეს უნარ-ჩვევები.
ტრენერმა გვთხოვა გავცნობოდით Intel-ის პროგრამაში განთავსებული პროექტების ნიმუშებს და მოგვეფიქრებინა იდეა ჩვენი მომავალი პროექტისთვის
ტრენინგის დასასრულს შევქმენით ახალი ბლოგები , სადაც ავღწერდით ტრენინგის მსვლელობას და განვათავსებდით ჩვენ მიერ შექმნილ ელექტონულ რესურსებს .
ტრენინგის მეორე დღეს ტრენერმა გვთხოვა გაგვეკეთებინა ახლადშესწავლილი მასალის რეფლექსია.
ძირითადი დრო დავუთმეთ ჩვენი პროექტის გაწერას: პირველ რიგში პროექტისთვის, ეროვნული გეგმის მიხედვით შევარჩიეთ სტანდარტები და ამოცანები ; Intel-ის პროგრამის ინსტრუქციაზე დაყრდნობით ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ; პროგრამაში განთავსებული ნიმუშების მიხედვით დავიწყეთ შეფასების ეფექტური სტრატეგიების და ფორმების განხილვა; დავათვალიერეთ სხვადასხვა სახის ბუკლეტები და გავაკეთეთ ჩვენი პროექტისთვის მისაღები ვარიანტი . ტრენიგის მეორე დღის დასასრულს ვიმუშავედ ჩვენ ბოლგებზე.
ტრენინგის მესამე დღე კვლავ დავიწყეთ რეფლექსიით , შემდეგ ვიმსჯელეთ აქტივობებზე , რომელბიც დაგვეხმარება გამოვავლინოთ და შევაფასოდ მოსწავლეთა საჭიროებები პროექტზე მუშაობის დროს . ტრენერმა გაგვაცნო საავტორო უფლებების კანონმდებლობა და ხაზი გაუსვა ამ უფლებების გამოყენების აუცილებლობაზე. ჩვენ ვისწავლეთ ციტირებული წყაროების შემცვლელი დოკუმენტების შექმნა , ელექტრონული დოკუმეტების შექმნა , შენახვა , გაზიარება, პრეზენტაციებში ჩასმა.
ტრენინგის მეოთხე დღეს , რეფლექსიის შემდეგ ტრენერმა გვთხოვა შეგვექნა ჯერ მასწავლებლის , შემდეგ მოსწავლის ნამუშევრის სავარაუდო პრეზენტაცია და შეგვემუშავებინა მათი შეფასების კრიტერიუმები. ჩვენ ასევე განვიხილეთ Intel-ის პროგრამაში განთავსებული თვითშეფასების ნიმუშები და მათ საფუძველზე შევქმენით ახალი. გაკეთებული პრეზენტაციები ავტვირთეთ google drave-ზე და განვათავსეთ ბლოგებზე . მეხუთე დღეს ტრენინგის ძირითადი დრო დავუთმეთ პროექტის გეგმის განახლებას და Intel-ის პროგრამაში არსებული შაბლონის მიხედვით გაწერას. პროექტის გეგმის ნიმუში ავტვირთეთ google drave-ზე და განვათავსეთ შესაბამის ფოლდერში.
ტრენინგის მეექვსე დღეს ტრენერთან ერთად განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიები და გამოვთქვით მოსაზრებები მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ხელშემწყობი შეფასების ფორმების შესახებ ტრენერის მითითებით გავაკეთეთ თვითშეფასება, თუ რამდენად წარმატებით შევქმენით მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემო. შექმნილი ელექტრონული დოკუმენტაცია ავტვირთეთ google drave-ზე და განვათავსეთ შესაბამის ფოლდერში. ტრენინგი დავასრულეთ რეფლექსიით ჩვენ ბლოგებზე.
ტრენინგის მეშვიდე დღეს აქტიურად ვმუშაობდით პროექტის გეგმის საბოლოო ფორმაზე . ვიმუშავედ წყვილებში, კრიტიკულად განვიხილეთ შექმნილი დოკუმენტაცია და შევიტანეთ სათანადო ცვლილებები.ტრენინგის დასასრულს ვიმუშავეთ ჩვენ ბლოგებზე.
ტრენინგის ბოლო დღეს გავაკეთეთ ჩვენ მიერ შექმნილი პორტფოლიოების პრეზენტაცია .
Комментариев нет:
Отправить комментарий